„პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია“ – პარიზში, „გრან პალეს“ სცენაზე, ქართველი ხელოვანების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა
პარიზში, „გრან პალეს“ სცენაზე ქართველი ხელოვანების მონაწილეობით კონცერტი – „პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია“ გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის წიგნის ფესტივლის სტუმრებისთვის ქართული და მსოფლიო მუსიკის სასიმღერო ნიმუშები შეასრულეს: სოპრანო იანო ალიბეგაშვილმა, საოპერო მომღერალმა კონსტანტინე ყიფიანმა და მომღერალმა ნატო მეტონიძემ. აკომპანიატორები – ნიკა ნიკვაშვილი (ფორტეპიანო) და ლელა მჭედლიძე (ვიოლონო).
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
კონცერტს ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია, დელეგაციის წევრები და სხვა სტუმრები.