პარიზის წიგნის ფესტივალზე თანამედროვე ქართველ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა
პარიზის წიგნის ფესტივალის აუდიტორიუმში თანამედროვე ქართველ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარი შემოქმედება სტუმრებს ლია სტურუამ, გიორგი ლობჟანიძემ, პაატა ნაცვლიშვილმა და ელა გოჩიაშვილმა გააცნეს.
ქართველი პოეტების ლექსებიდან ნაწყვეტები ფრანგულ ენაზე ფრანგმა მსახიობმა ტიმოთე ლაფონმა წაიკითხა.