რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ბზობის კვირას, სუმზე იერში მიიტანეს – დაღუპულია 20 ადამიანი
13 აპრილის დილით უკრაინაში, სუმის ცენტრზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი ფეისბუქზე წერს.
„სარაკეტო დარტყმის შედეგად ბევრი მსხვერპლია… მტერმა ისევ დაარტყა მშვიდობიანი მოსახლეობა“, – წერს კობზარი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.