სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგება
სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სეოკ-იულს, მისი თანამდებობიდან გადაყენებიდან 10 დღეში სასამართლოს წინაშე წარდგება. სასამართლო პროცესი ორშაბათს, 14 აპრილს გაიმართება, იუწყება Yonhap.
იუნს 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობაში ედება ბრალი. შეტაკებებისა და აქციების თავიდან აცილების მიზნით, ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს მიწისქვეშა შესასვლელით სარგებლობის უფლება მიეცემა, შენობის ირგვლივ კი უსაფრთხოების დამატებითი ზომები გაძლიერდება.
თუ ბრალს დაუმტკიცებენ საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობაში, იულს შეიძლება სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯაც კი დაემუქროს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების სავარაუდო საფრთხის გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას მისი გაუქმების შესახებ.