პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები წარადგინეს

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სტენდთან წიგნი „ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ ავტორმა, ხათუნა კიკვაძემ წარადგინა. „სეზან ფაბლიშინგის” მიერ გამოცემული წიგნის კონცეფციის ავტორი და დიზაინერია გია ჯანბერიძე.
შორენა შავერდაშვილმა მკითხველს წარუდგინა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული ფრანგულენოვანი წიგნები. მათ შორის ორენოვანი წიგნი-ალბომი „ქართველი მხატვრები პარიზში“ (ავტორი ქეთევან კინწურაშვილი). წიგნი მოგვითხრობს ქართველი მხატვრების შესახებ, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება საფრანგეთს, პარიზს უკავშირდება.
„სიმბოლიზმი საქართველოში, ქართულ-ფრანგული პარადიგმა“ (გამომცემლობა „მერიდიანი“) ავტორმა, ბელა ხაბეიშვილმა თანავტორ ფრანსის კლოდონთან ერთად წარადგინა.
ქართული მოთხრობების კრებული „ფანჯარა“ (გამომცემლობა „კარაკტერ“) წარადგინა მთარგმნელმა დალი იაშვილმა.
„დევნილთა უღელტეხილი“ (გამომცემლობა „ბაკმი”) წარადგინა ავტორმა, გურამ ოდიშარიამ,
ხოლო დავით გურამიშვილის „დავითიანი” და „ქართული ხალხური ზღაპრები“ (გამომცემლობა „ბაკმი“) – გამომცემელმა რუსუდან მოსიძემ.
ქართული ლიტერატურით დაინტერესებული სტუმრები ასევე გაეცნენ ეროვნულ სტენდზე გამოფენილ თსუ-ს გამომცემლობის, „საქწიგნის“ და „წიგნი+ერის“ გამოცემებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები