ტრამპი: აშშ-ს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, სხვა ქვეყნები თავად წყვეტენ ღირს თუ არა თანამშრომლობა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მის მიერ დაწესებულ ტარიფებს, შეუძლიათ აირჩიონ ორი ვარიანტი: გადაიხადონ ან უარი თქვან აშშ-სთან შემდგომ თანამშრომლობაზე. აღნიშნულის შესახებ ტრამპი ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას ესაუბრებოდა.

„ჩვენ ვესაუბრებით ბევრ ქვეყანას და, ბოლოს და ბოლოს, იცით, შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაგრამ გვინდა ვიყოთ სამართლიანები. ჩვენ ვადგენთ ტარიფს. ისინი ირჩევენ ითანამშრომლონ თუ არა. ტარიფის დადგენა მრავალი გზით შეგვიძლია. ისინი ან იხდიან, ან გვევაჭრებიან ან უარს ამბობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ თვლის თითქოს ვინმეს დადგენილი ტარიფები ეძვირებოდეს.

„თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ძალიან ძვირია, მაშინ მათ ბიზნესში არაფერი ესაქმებათ“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები