ლავროვი ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 აპრილს თურქეთში, ანტალიაში გაიმართება.

როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა და არაერთი ორმხრივი შეხვედრა უცხოელ კოლეგებთან.

კერძოდ, ლავროვი აპირებს მოლაპარაკებების გამართვას თავის თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან და განიხილავს მწვავე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის პალესტინა-ისრაელის შეტაკებების ზონასა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები