ერდოღანი: თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის მე-4 დიპლომატიური ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ასევე მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში.

„ჩვენ ვავითარებთ პოზიტიურ ატმოსფეროს საბერძნეთთან და ყურადღებით ვაკვირდებით ბალკანეთში განვითარებულ მოვლენებს, ხოლო რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას ვაძლიერებთ“, – თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის მზარდ მნიშვნელობას თურქეთის საგარეო პოლიტიკაში.

„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია (OTS), რომელმაც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ინტენსიური ძალისხმევით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინტეგრაციისკენ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებაში. ჩვენ ბოლო დროს გავზარდეთ ჩვენი ძალისხმევა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქი ხალხის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სტატუსის აღიარებისთვის“, – დასძინა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები