აშშ-მა გრენლანდიაში ამერიკული სამხედრო ბაზის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის ხელისუფლებამ გრენლანდიაში მდებარე, ამერიკული სამხედრო-კოსმოსური ბაზის, პიტუფიკის მეთაური სუზანა მეიერსი თანამდებობიდან გაათავისუფლა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიზეზად მისი ხელმძღვანელობის უნარისადმი ნდობის დაკარგვა სახელდება.
გრენლანდიაში ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ მეიერსმა, სამხედრო ბაზის ყველა თანამშრომელს ელექტრონული წერილი გაუგზავნა.
„მიმდინარე პოლიტიკაში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ამერიკელების შეშფოთება, რაზეც ჯეი დი ვენსი საუბრობდა, კოსმოსურ ბაზა პიტუფიკს არ ეხება“, – ნათქვამია მეიერსის წერილში.
როგორც კოსმოსური ოპერაციების სარდლობა იუწყება, მეიერსის თანამდებობა პოლკოვნიკმა შონ ლიმ დაიკავა.
„ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის სარდლობის ჯაჭვს ან პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, დაუშვებელია თავდაცვის დეპარტამენტში“, – წერს პენტაგონის მთავარი სპიკერი შონ პარნელი X-ზე.