ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი რუსეთში ჩაფრინდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს,- ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
პესკოვმა დასძინა, რომ კრემლი დროულად გაავრცელებს ინფორმაციას, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტი უიტკოფს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება.
ამერიკელი ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის დროით, დაახლოებით, 10:00 საათზე დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა რუსეთში 2025 წლის 13 მარტს შედგა.