“სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ 20 ივნისის ოპერაცია არ იყო სწორად დაგეგმილი, გახარიამ კეთილი უნდა ინებოს და კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს” – კირცხალია

“საზოგადოებას კითხვები აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ დროებით საგამოძიებო კომისიაში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისიასაც ექნება 20 ივნისთან დაკავშირებული კითხვები, განსაკუთრებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც ნათლად და პირდაპირ, ღიად იყო საუბარი და შავით თეთრზე წერია, რომ 20 ივნისის ოპერაცია არ იყო სწორად დაგეგმილი. ვინ იყო მმართველი ამ პროცესის, ვინ იყო პასუხისმგებელი პირი – დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საინტერესო სხდომა იქნება, ბატონი გახარიას მონაწილეობითაც. ის დაბარებულია, კეთილი უნდა ინებოს და გამოცხადდეს”, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები