გია ვოლსკი: როგორ უნდა ვიმუშაოთ ქალბატონ რასა იუკნევიჩიენთან, ან კუბილიუსთან, რომელთაც კონკრეტული ამოცანა აქვთ? მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რომ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს გაცილებით მეტი ექსპორტი აქვს რუსეთში, ვიდრე ჩვენ

როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ქალბატონთან, რასა იუკნევიჩიენთან, ან კუბილიუსთან, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვთ და აბსოლუტურად არ აინტერესებთ, მე რას ვეუბნები? – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული ამოცანა საქართველოსთან დაკავშირებით და არ პასუხობენ კითხვებს, რაც მათ რუსეთთან კავშირებს შეეხება.

„როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ქალბატონთან, რასა იუკნევიჩიენთან, ან კუბილიუსთან, რომელთაც კონკრეტული ამოცანა აქვთ და აბსოლუტურად არ აინტერესებთ, მე რას ვეუბნები. არ აინტერესებთ, რომ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს გაცილებით მეტი ექსპორტი აქვს რუსეთში, ვიდრე ჩვენ და ამ ექსპორტში უშველებელი ნაწილი ეკუთვნის ღვინოს, რომელსაც თქვენ არ აწარმოებთ, ანუ სანქციებს უვლით გვერდს? ევროპიდან შემოგაქვთ და იქ აძლევთ? – ამაზე პასუხი არ არის. ამასთან, ლატვია მსოფლიოში პირველ ადგილზე ვისკის ექსპორტით რუსეთში.

ხომ გახსოვთ, როგორი გააფთრებული მოწოლა იყო ჩვენზე, პოლიტიკური ბულინგი პირდაპირ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკური სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს?! – საქართველოს დიპურთიერთობა არ გააჩნია რუსეთთან და შენ გეუბნებიან, რომ გადახვედი იმის ორბიტაზე. რა უნდა დაუმტკიცო ადამიანს, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები