“ეს მესიჯი და გზავნილი ღიად და საჯაროდ უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს” – მათიკაშვილი
“ეს არის ნათელი მაგალითი უცხოური ძალის, აგენტურის მართვის და მცდელობის, რომ ამ ღირსებით და ტრაგიზმით სავსე დღეს, რომელიც კიდევ ერთელ უნდა იყოს ერთიანობის სიმბოლო, მოაწყონ პროვოკაცია საკუთარი ვიწროპარტიული, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული მიზნების განსახორციელებლად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს და 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ რამდენიმე დაპირისპირებას ეხმაურება.
“ხაზი გვინდა, გავუსვათ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, როგორც 36 წლის წინ ქართველი ხალხი დადგა მტკიცედ მიუხედავად იმ უხეში აგრესიისა, იმ დანაშაულისა, რაც ჩაიდინეს ჩვენი ქართველების წინააღმდეგ 9 აპრილს და პირიქით, ამ ყველაფერმა ერის კონსოლიდაცია,გაერთიანება და შემდგომში უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია, დღესაც ვერც ერთი უცხოური ძალა ვერ შეძლებს იმას, რომ ქართველთან მტკიცე ნაბიჯებით სვლა ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისკენ იყოს შერყეული. ამიტომაც, ეს მესიჯი და გზავნილი ღიად და საჯაროდ უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს“, – აცხადებს მათიკაშვილი.