“ეს დღე დღევანდელი სუვერენული და ამაყი ქართული სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის კუთვნილებაა და მისი პრივატიზება, უზურპაცია და პოლიტიკური ექსპლუატაცია ამაზრზენია!” – ბექა ოდიშარია
“დღეს უსაშველო ტკივილის,
უდიდესი სიამაყის და დასასრულს, საერთო ეროვნული ზეიმის დღეა!
ზეიმის, რომლის შედეგის დაცვას ჩვენ წინაპრების ნაღვაწ, ნაომარ, ნამოქმედარი და ანდერძად დანატოვარი გვავალდებულებს!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს დღე დღევანდელი სუვერენული და ამაყი ქართული სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის კუთვნილებაა.
“ეს დღე დღევანდელი სუვერენული და ამაყი ქართული სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის კუთვნილებაა და მისი პრივატიზება, უზურპაცია და პოლიტიკური ექსპლუატაცია ამაზრზენია!
როგორც უშუალო მონაწილისათვის ჩემთვის წარმოუდგენელია 9 აპრილის პროტესტის შინაარსის და სულისკვეთების გაიგივება ხელოვნურად პედალირებულ და ხშირ შემთხვევაში დაფინანსებულ ე.წ. საპროტესტო აქტივობებთან!!!
დიდება 9 აპრილის ჭეშმარიტ გმირებს”, – წერს ოდიშარია.