დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება კოდორის ხეობის განვითარების გეგმას შეიმუშავებს

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ კოდორის ხეობის დასახლებული პუნქტები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და ხეობის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუთბამ რეგიონის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ კოდორის ხეობას სახელმწიფოს მხრიდან ბოლო დროის მანძილზე სათანადო ყურადღება არ ექცევა. ბუთბას განცხადებით, ხეობაში გზები, კომუნიკაციის საშუალებები, სხვა ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია.
„კოდორის ხეობა მარტო ისტორიული ძეგლების სიმრავლით არ არის ცნობილი, ამ რეგიონს სოფლის მეურნეობის და ეკოლოგიური ტურიზმის სფეროებში სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. უახლოეს მომავალში მთავრობა აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ფარგლებში კოდორის ხეობის განვითარების გეგმის დამუშავებას აპირებს“, – ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, კოდორის ხეობაში ტელერადიო მაუწყებლობის ორგანიზებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები