დიმიტრი სამხარაძე – პაატა ბურჭულაძეზე, რომელიც აცხადებდა, რომ მსოფლიოში ცნობილია, როგორც რუსი ბანი: ეს დგას ახლა რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელშიც ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ მისთვის დიდი პატივია, რუსული საოპერო სკოლის წარმომადგენელი, რომ არის და მსოფლიოში როგორც რუს ბანს, ისე იცნობენ.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამ განცხადების ავტორი პაატა ბურჭულაძე, ახლა 9 აპრილის მემორიალთან დგას და ქართველებს, რომლებიც გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ, რუსებს უწოდებს.

“ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები