დომინიკის რესპუბლიკაში, კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოში მდებარე კლუბში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა,- ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა პოპულარული ადგილობრივი მუსიკოსის, რუბი პერესის კონცერტის საწყის საათებში მოხდა, როდესაც კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად არტისტი ნანგრევებს შორის იყო მოყოლილი.

400-მდე მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები