თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ძალები შორს არიან იმ მიზნებსა და იდეებისაგან, რაც 9 აპრილის სათავედ იქცა
“ეს ძალები შორს არიან იმ მიზნებსა და იდეებისაგან, რაც 9 აპრილის სათავედ იქცა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ის ღამით რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
“ნაცმოძრაობის” რეჟიმს და მის ანასხლეტებს, ახასიათებდათ და დღესაც ახასიათებთ სიმბოლოების მისაკუთრება. ამ შემთხვევაშიც, დავინახეთ მსგავსი მცდელობა, თუმცა ამის სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ძალები შორს არიან იმ მიზნებსა და იდეებისაგან, რაც 9 აპრილის სათავედ იქცა და რასაც ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.