არჩილ გორდულაძე უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის დარეგულირებაზე: კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს

,,კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ასე არ შეიძლება, რომ თანხები ისხმებოდეს ძალადობების დაორგანიზებაში ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უცხოური დონორებისგან გრანტების მიღების წესს არეგულირებს.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალებების მოწყობას ცდილობენ.

„გრანტებზე, რომლებიც უცხოეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციიდან თუ დაწესებულებიდან ჩვენს ქვეყანაში ჩაირიცხება, ან ვინმეს აქვს სურვილი, რომ გრანტი შემოიტანოს, მთავრობის ან მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობა იქნება აუცილებელი.

კონტროლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, ასე არ შეიძლება, რომ თანხები ისხმებოდეს ძალადობების დაორგანიზებაში ჩვენს ქვეყანაში. იმ ადამიანების, ორგანიზაციების წინააღმდეგ არის კანონპროექტები შემოთავაზებული, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შეეცადონ, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალებები მოაწყონ, ძალადობრივი აქციები დააორგანიზონ და მართონ. ნამდვილად მათ წინააღმდეგ იქნება მიღებული გრანტების შესახებ კანონში და სხვა კანონებში განხორციელებული ცვლილებები”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები