ლევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“ აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს

„მდიდარი „ენჯეოები“ აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი დაინტერესდა ასეთი საკითხებით, ვინაიდან ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია ვსაუბრობთ. ეს მდიდარი ენჯეოები აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ქაოტურობას, ისეთ პროპაგანდას გვახვევდნენ თავს, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იდენტობასთან,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები