ბუტა რობაქიძის მკვლელობის თვითმხილველი გოჩა მუკბანიანი: ზურაბ მიქაძე და დონაძე ერთმანეთში კამათობდნენ, თუ ვის უნდა მიეცა ინტერვიუ – მიქაძე ამბობს, რომ „მოქალაქის მხრიდან პატრულის მისამართით მოხდა თავდასხმა, რა დროსაც განახორციელა პატრულმა შემხვედრი გასროლა“- მაშინ მივხვდი, რომ ეს ბიჭები არაფერ შუაში იყვნენ და მიქაძემ სულ სხვა ისტორია მოყვა

„დაახლოებით ნახევარ საათზე მეტი ვართ მანქანაში, გვაქვს ძალიან ცუდი ემოცია იმიტომ, რომ იქ დაჭრილია ადამიანი და უკვე ვვარაუდობთ, რომ გარდაცვლილია“-ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მკვლელობის თვითმხილველმა, გოჩა მუკბანიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება.

მუკბანიანი იხსენებს, რომ როცა შემთხვევის ადგილს მიუახლოვდა, ნახა, რომ „მანქანის საბარგულზე ტანკის გარდა ყველაფერი ალაგია“

„პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი მოდის, აქ უკვე ძალიან ბევრი ხალხია, ეძახიან ზურაბ ვაწაძეს – „დონაძე გეძახის“, ოპერატორს კამერით. გადავიდა ოპერატორი. კონკრეტულად ჩემთვის არ შემოუთვლია, რომ მეც ვჭირდებოდი იქ, მაგრამ რადგან ზურა ვაწაძე გადავიდა, მაინტერესებდა ბუნებრივია რა ხდებოდა იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი არასდროს არც ერთ შემთხვევაზე არ მოგროვებულა და ესენი ძირითადად პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. რომ მივუახლოვდი შემთხვევის ადგილს, მანქანა, რომელიც მაშინ ნანახი მყავდა, რომ მანქანა იდგა ჩვეულებრივად და ეს ბავშვები მანქანიდან გადმოსული იყვნენ, მანქანის საბარგულზე ტანკის გარდა ყველაფერი ალაგია. ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ერთი საბარგულზე, ერთი მანქანის წინა სავარძლის გვერდზე, პისტოლეტური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ვაზნები, მოკლედ ბევრი საბრძოლო მასალა. იცით ჩემი პირველი ფიქრი რა იყო მაინც? იმიტომ, რომ დარწმუნებული არაფერში ვიყავი აბსოლუტურად, რომ ვაიმე, ღმერთო ჩემო, ამ ახალგაზრდებს ამდენი რაღაც რატომ ჰქონდათ, ან სად ჰქონდათ და ჩემთვის ვიფიქრე, რომ ეს იყო მათი საბარგულიდან, მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები.
ამასობაში, ადგილზე სასწრაფოც მოსულია, კრიმინალური პოლიცია მუშაობს და რაღაც ნახაზებს აკეთებს და მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ ბოლოსკენ ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრებულია და ზურაბ მიქაძე და დონაძე ერთმანეთში კამათობენ, რომ შენ უნდა მისცე ინტერვიუ, არა, მე რატომ უნდა მივცე და ამ კამათში, დონაძე ეუბნება რომ „ასე გადაწყდა, აბა ვინ მისცემს ინტერვიუს“. მიქაძეს ამ ინტერვიუს ჩაწერა არ უნდოდა რეალურად, ერთმანეთში კამათობდნენ, თუმცაღა გადაწყდა და „მუკბანიანი“- დონაძემ დამიძახა, შევუერთე მიკროფონი, მიქაძესთან, რომ დავდექი და რაც მოსმენილი გაქვთ ყველას ეს ჩემი ჩაწერილი მიქაძის ინტერვიუ, მეუბნება, რომ „დაკავებული მოქალაქის მხრიდან პატრულის მისამართით მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც განახორციელა პატრულმა შემხვედრი გასროლა“, თუ როგორც ჰქვია ამას. აი მაშინ მივხვდი ყველაფერს, რომ ეს ბიჭები არაფერ შუაში იყვნენ იმიტომ, რომ მე როცა იქ ვიყავი მიქაძე არ იყო და მიქაძემ მოყვა სულ სხვა ისტორია“ -განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები