შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია აბნეულია, ისინი გარედან მიღებულ ინსტრუქციებს მიჰყვებიან

“ზოგადად, ოპოზიცია აბნეულია. აქედან გამომდინარე, მათი რაიმე ქცევის, გადაწყვეტილების თუ სიტყვის ანალიზს აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს მიჰყვება.

„ერთადერთი, რაზეც ისინი მიყვებიან, გარედან მიღებული ინსტრუქციებია. ამიტომ, დადიან არა ქართველ ხალხთან და ელაპარაკებიან არა ქართველ ხალხს, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანას, სხვა ხალხებს, რადგან მათი ინტერესების გამტარებლები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები