პაპუაშვილი – ტანზილა ნარბაევასთან შეხვედრაზე: ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ კავშირებს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას
“საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარე, ტანზილა ნარბაევას შევხვდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ კავშირებს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
“ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
დადებითად შევაფასე გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი. ტანზილა ნარბაევა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.
საუბარი, ასევე, შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობასა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას”, – წერს პაპუაშვილი.