“ახლა ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რომელიც არაკეთილსინდისიერ აქტორებს აძლევდა საშუალებას – კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება წამოსულიყო პოლიტიკურ პარტიებზე” – სამხარაძე

”ახლა ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რომელიც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, არაკეთილსინდისიერ აქტორებს აძლევდა საშუალებას, რომ კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება წამოსულიყო პოლიტიკურ პარტიებზე და საგარეო დაფინანსება მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ამით სამხარაძე უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესის კანონმდებლობით დარეგულირების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენ აქამდეც, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას შემდეგ გვაქვს კანონი, რომელიც მოქმედებს ასევე ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ საგარეო დაფინანსება პოლიტიკური საქმიანობისა არის აკრძალული და რომ საგარეო დაფინანსება პოლიტიკური პარტიების, არის აკრძალული.

შესაბამისად, ახლა ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რომელიც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, არაკეთილსინდისიერ აქტორებს აძლევდა საშუალებას, რომ კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება წამოსულიყო პოლიტიკურ პარტიებზე და საგარეო დაფინანსება მოხმარებოდა პოლიტიკურ აქტივობებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება.

შესაბამისი ცვლილებები “ქართული ოცნების” დაინიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები