“პარტია, რომელიც უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პოლიტიკური პარტია, ეს არის ექსტრემისტების დაჯგუფება” – წილოსანი

“პარტია, რომელიც არ შემოდის პარლამენტში და არ მუშაობს თავისი ამომრჩევლისთვის; პარტია, რომელიც არ იყენებს დემოკრატიის პრინციპებიდან გათვალისწინებულ არც ერთ შესაძლებლობას; პარტია, რომელიც უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

“ეს არის ექსტრემისტების დაჯგუფება და თუ თვითმართველობის არჩევნებზეც უარს იტყვიან ეს ადამიანები, უკვე საბოლოოდ გაფორმდებიან, როგორც არა პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები, არამედ ექტრემისტების ჯგუფი”, – განმარტავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები