თამარ ჩიბურდანიძე – ბრიტანულ საგრანტო კონკურსზე: ცხადდება კონკურსი და წინასწარ იციან, ვინ იქნება გამარჯვებული – რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა, რაც პირველი შემთხვევა არ არის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოს ენჯეო სექტორისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის კონკურსი, სადაც გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოს ენჯეო სექტორისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსი სუფთა წყლის კორუფციაა.

„ცხადდება კონკურსი და წინასწარ იციან, ვინ იქნება გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ეს კორუფციაა, რაც პირველი შემთხვევა არ არის. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველამ იცოდა ევროკავშირისა და USAID-ის ძირითადი გრანტები ვისთვის იყო განკუთვნილი.

რაც შეეხება ბრიტანეთიდან გაცხადებულ საგრანტო დაფინანსებას საქართველოს ენჯეო სექტორისთვის, ეს არის ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რის გამოც მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და რის გამოც გვეძახდნენ რუსეთუმეებს, ანტიევროპელებს. არ არსებობს სიტყვა ბინძური ლექსიკიდან, რომელიც ჩვენ მიმართ არ გამოეყენებინა ოპოზიციას.

მე არ მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, მათთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მსურს მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები კი არ ვართ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგნი ვართ იმიტომ, რომ ის რუსული კანონიაო და ა.შ. –  დღეს ამის ისევ გჯერათ? ჩვენ ხომ აღარ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ამ თემაზე საუბრობს ამერიკის ხელისუფლება. უკვე ალაპარაკდა ევროკომისიაც. თავად  ევროპელები საუბრობენ, რომ ფინანსდებოდა და ფინანსდება პოლიტიკური ლობიზმი. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ საკითხზე და ჩვენი არავის სჯეროდა საქართველოში, მათ შორის, არც იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ.

განსაკუთრებით მქონდა ყურადღება გამახვილებული პროგრამაზე „ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში“, რომელიც ძალიან დიდი გრანტით ფინანსდებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში რეგიონებში ატრენინგებდნენ ახალგაზრდებს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ აქტივისტებად და როგორ უნდა ეკრიტიკებინათ ადგილობრივი ხელისუფლება. ცდილობდნენ ამ პროგრამის დახმარებით ახალგაზრდებისგან შეექმნათ ადგილობრივი რევოლუციონერები“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები