“ვხედავთ, ყოველდღიურად რაზმის შეკრების დონის აქციები მიმდინარეობს – დადიან ქუჩაში, მღერიან, თავიანთი მოწოდებების ლექსიკა ჩამოაყალიბეს და ამით მხიარულობენ” – ლევან ნიკოლეიშვილი

“ვხედავთ, ყოველდღიურად რაზმის შეკრების დონის აქციები მიმდინარეობს – დადიან ქუჩაში, მღერიან, თავიანთი მოწოდებების ლექსიკა ჩამოაყალიბეს და ამით მხიარულობენ. ეს არის დარჩენილი მათი პოლიტიკური ცხოვრება”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის მოლოდინი გასაგებია. მათთვის ხავსზე მოჭიდებაა ერთ-ერთი მთავარი, რაც მათ, საბოლოო ჯამში, დარჩათ, ვინაიდან რეიტინგი დაკარგული აქვთ, ავტორიტეტი დაკარგული აქვთ, მათ ხალხი არ ენდობა, აღარ უსმენს და ეს არის რაღაც ერთგვარი მაშველი რგოლები, ხავსები მათთვის, თითქოს, მათი გადარჩენის რაღაც საშუალებაა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.

მოგეხსენებათ, ძალიან მალე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ოპოზიციას თუ აქვს რაიმეს თავი, ოდნავ „პოლიტიკური სიძლიერის ნიშანი“, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და როგორც აცხადებენ, ჰყავთ მომხრეები – მთელი ქართველი ხალხი მათ უჭერს მხარს, მოიპოვოს გამარჯვება. გვანახოს, რისი შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ ეს არ იქნება და ამის მიზეზი ბევრია. მათ ის ნდობა, რაც ჰქონდათ, ისევ და ისევ მხარდამჭერების მხრიდან, საბოლოოდ გაანულეს. ვხედავთ, ყოველდღიურად რაზმის შეკრების დონის აქციები მიმდინარეობს. დადიან ქუჩაში, მღერიან, თავიანთი მოწოდებების ლექსიკა ჩამოაყალიბეს და ამით მხიარულობენ. ეს არის დარჩენილი მათი პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები