“როდესაც თანხები უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში ირიცხება, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ თანხების კონტროლი – თუ რაში იხარჯება ის” – არჩილ გორდულაძე
“ჩვენი გუნდი მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ამას გულისხმობს, რომ, როდესაც თანხები უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში ირიცხება რა თქმა უნდა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ თანხების ჩარიცხვის კონტროლი და კონკრეტულად შეფასება იმისა, თუ რაში იხარჯება ეს თანხები“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დონორებისგან გრანტების მიღების წესს არეგულირებს, “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
როგორც გორდულაძემ განმარტა, დაუშვებელია, რომ საქართველოში უკონტროლო შემოსული თანხები ხმარდებოდეს ქვეყანაში არეულობის მოწყობას.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, „ქართული ოცნების“ გუნდს, პირველად ამ ყველაფერზე ლაპარაკი დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციამ „ხალხის ძალამ“, შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებიც ხშირად ვსაუბრობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით კონკრეტული ძალები ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, რომ გადატრიალება მოახდინონ და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არა ერთი მოქმედება განახორციელონ. იგულისხმება, მაგალითისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზება და გმირის წოდება ადამიანისთვის, რომელიც ცდილობდა ჩვენი გმირი პოლიციელები ცოცხლად დაეწვა. ორგანიზდებოდა ისეთი ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვის წინ და ახლაც ვხედავთ დაორგანიზებულ აქციებს. ძალადობებს პირდაპირ ღია ქუჩებში. ეს ყველაფერი ხდებოდა დაუფარავად. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული პარტიები, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ერთიანდებიან სხვადასხვა სახელი ჰქვიათ მაგრამ რეალურად მათი სულისკვეთება და მრწამსი ქვეყნის საწინააღმდეგო ერთი და იგივე, რომ არის ამ ყველაფერს ღიად აკეთებდნენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.