ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ს ტარიფების შესახებ თავისი შეხედულებები გააზიარა.
ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად იქნება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის.
“ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის. ამიტომ ჩვენ მას მაგიდაზე ვტოვებთ. ჩვენ მას ვთავაზობდით ნულოვან ტარიფებს სამრეწველო საქონელზე. ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის”, – თქვა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპა ცდილობს, ვაჭრობის გადახრის არაპირდაპირი ეფექტებისგან თავის დაცვა გააძლიეროს.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ იგი ბლოკის მთავარ ინდუსტრიულ დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგში ჩაერთო, რათა შემდგომ ნაბიჯებს კონსულტაციები გაუწიოს.
„ევროკავშირმა არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებით ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.