“ბევრი ამოცანა, რომელიც გვქონდა დასახული, ამ წლების განმავლობაში შესრულდა” – თორნიკე რიჟვაძე
“ბევრი ამოცანა, რომელიც გვქონდა დასახული, ამ წლების განმავლობაში შესრულდა”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინას, რომელმაც ძალიან ახალგაზრდას გამომიცხადა ნდობა წლების წინ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მე პირადად, ძალიან ბევრი მასწავლა პოლიტიკაში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.