“ჩვენ არაერთხელ ვნახეთ არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ; ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ, “მოლოტოვის კოქტეილებს” როგორ ისროდნენ პარლამენტის წინ” – მახაშვილი
“არაერთხელ ვნახეთ დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც წესით, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„მაგალითად, საქართველომ გადაწყვიტოს სადღაც, თუნდაც დიდ ბრიტანეთში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამოყენებული იყო ვესტმისტერზე თავდასხმისთვის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს დიდ ბრიტანეთს ან ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანას.
ჩვენ ვნახეთ არაერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც წესით, მაგალითად, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ და ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ, ისინი “მოლოტოვის კოქტეილებს” როგორ ისროდნენ საქართველოს პარლამენტის წინ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.