ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან, იმას ასრულებენ

“სალომეზე, თვით აღიარებულ პრეზიდენტზე ჰქონდათ აქცენტი მათ პატრონებს გაკეთებული და არ გაამართლა ამ მოდელმა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პატრონების დავალებების შესაბამისად მოქმედებს.

„ვის რა და ვისთან უნდა, კაციშვილმა არ იცის და რატომ – იმიტომ რომ არ არიან დამოუკიდებლები. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან, ასრულებენ. თუ ხვალ მოვა დაკვეთა, რომ ხაბე უნდა გახდეს ლიდერი, ხაბეს ქვეშ გაერთიანდება მთელი ეს ოპოზიცია. ახლა სალომეზე, თვით აღიარებულ პრეზიდენტზე, მადამ მავნებელზე ჰქონდათ აქცენტი მათ პატრონებს გაკეთებული. არ გაამართლა ამ მოდელმა და ახლა რაღაც სიგიჟეებს იგონებენ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები