გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, საფონდო ბირჟის ვარდნა, შესაძლოა, გაუარესდეს.
„ვითარება საერთაშორისო ბაზრებზე კაპიტალსა და ობლიგაციებთან დაკავშირებით დრამატულია და შემდგომ გაუარესებას წინასწარმეტყველებს“, – განუცხადა მერცმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.
როგორც მედია წერს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, გერმანიას ფოლადზე, ალუმინსა და მანქანებზე 25%-იანი ტარიფი ემუქრება.
კანცლერის თქმით გერმანიისთვის საერთაშორისო კონკურენციის გზების პოვნა “ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე”.