“პროფესიულმა კოლეჯმა “სპექტრმა”, საჩხერეში ახალი ფილიალი გახსნა, აღდგომის შემდგომ, უახლოეს პერიოდში სწავლას დავიწყებთ”- მათე ტაკიძე
პროფესიულმა კოლეჯმა “სპექტრმა” საჩხერეში ახალი ფილიალი გახსნა. ამის შესახებ კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ დასავლეთ საქართველოში, საჩხერეში ძალიან საინტერესო ფილიალი გავხსენით, სადაც ოთხი მიმართულება ( შედუღების, სადურგლო, ავეჯის კონსტრუქტორის და ხის მხატვრული კვეთის) გვექნება. წარმატებით გავიარეთ
ავტორიზაცია, უფლება მოვიპოვეთ, ეს განვახორციელოთ და ერთ მიღებაზე 80 ადამიანი მივიღოთ. აღდგომის შემდგომ უკვე საჩხერეში გვექნება მიღება
გამოცხადებული და მინდა, საჩხერის, ონის, ჭიათურის და ზოგადად, ზემო იმერეთის, რაჭის მოსახლეობას მივმართო: გამოვაცხადებთ რეგისტრაციას და აღდგომის შემდგომ, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში სწავლას დავიწყებთ. აქაც დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულ პროფესიებს დავამატებთ. ჩვენ გეოდეზიის, ტოპოგრაფიის,
რკინა-ბეტონის მიმართულება,ასევე თანამედროვე, ახალი ენერგიისა და განახლებადი ენერგიის მიმართულება გვთხოვეს. ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ. ჩვენ ვგეგმავთ ეს, ასევე ჭიათურაში
განვახორციელოთ, სადაც ანალოგიურად პროფესიული განათლების ინჟინერიის მიმართულებაში დეფიციტია. შესაბამისად, აქაც ვგეგმავთ, რომ ახალი ფილიალი და ახალი პროგრამები იყოს დამატებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მივცეთ, პროფესიული განათლების განვითარებაში ჩაერთოს, კურსების დასრულების შემდეგ ადგილობრივი ბიზნესი და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დავაკავშიროთ, მათ არ ჰქონდეთ განცდა იმისა,
რომ სამსახურის მოძიება რომელიმე სხვა ქალაქში მოუწევთ, შეუძლიათ ადგილზევე დასაქმდნენ” -განაცხადა ტაკიძემ.