დავით მათიკაშვილი: საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში რაიმე ფორმის პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ
“საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესში რაიმე ფორმის პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი უშუალოდ პარლამენტის აპარატში გამოცხადებულ რეორგანიზაციასაც გამოეხმაურა.
„პარლამენტის აპარატში რაიმე ფორმის ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა და ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ის იღებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ემპირიული გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტში არსებობს, იმ დაკვირვებით, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რათა პარლამენტის აპარატის სტრუქტურები უფრო მეტად ეფექტიანი, მოქნილი და შრომისუნარიანი გახადოს. ეს მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს. მას საკუთარი მიზნები და ამოცანები გააჩნია. რაიმე ფორმით პოლიტიკურ ანტურაჟს გამოვრიცხავ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.