ირაკლი ზარქუა: დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს
“დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებსა და სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს წევრად რჩება, თუმცა ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებს“.
„რაც შეეხება ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილ დებატებს საქართველოს თემაზე, იცით, რომ ჯერ კიდევ წინა ვიზიტზე პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს უსამართლოდ ულტიმატუმებით და უფლებების დარღვევით ესაუბრებიან, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ. დღეს ეს ქვეყანა სულ სხვა ქვეყანაა – ეს არ არის მონების ქვეყანა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის სახით აგენტურა მართავდა. დღეს, როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი, თავისუფალი – ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი, შესაბამისად ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ „გავუტარებთ“ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. აქედან გამომდინარე, დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.