“უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში” – ვოლსკი

“უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“ეს არ არის აღიარება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც დამალვას აზრი აღარ აქვს. უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულები იყვნენ მეტ-ნაკლებად ამ საომარ პროცესებში, რაც, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველოს ჩათრევაც ამ პროცესებში სწორედ უშველებელი ფულის რესურსის მობილიზებითა და ხარჯვით ხორციელდებოდა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები