“ვისურვებდით, რომ ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გამოყენებას, როგორც რაღაც სათამაშოდ” – მახაშვილი

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში. ამიტომ, წესითა და რიგით, რის შეჩერებაზეა საუბარი, ჩვენთვის გაუგებარია”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.

“თუმცა, ის დადგმები, რაც ამ ასამბლეაზე ჩვენ მოვისმინეთ დაახლოებით 3 თვის წინ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ამ პერიოდშიც ვადევნებდით თვალს განვითარებებს და ჩვენ ვხედავთ იგივე ძალების, პარტიების, ზოგჯერ იგივე სახელი-გვარების მიერ საქართველოზე გასალაშქრებლად სხვადასხვა ავანსცენის გამოყენებას, ამჯერად საუბარი გვაქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ტყუილი სულ რომ ათასმა უცხოელმა თქვას, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, ის მაინც იქნება ტყუილი და მანიპულაცია. ამიტომ, ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველამ პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გამოყენებას, როგორც რაღაც სათამაშოდ” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები