“ხოცვა, პანიკა, სისხლის აბაზანა” – აზიურ საფონდო ბაზრებზე საორიენტაციო ინდექსმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი შიდადღიური ვარდნა განიცადა

შიში იმისა, რომ აშშ-ის სავაჭრო ტარიფები რეცესიას გამოიწვევს, იზრდება. ტრეიდერები ახლა ელიან, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა წელს კიდევ ხუთჯერ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს,- ამის შესახებ bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, აზიაში აქციების ვარდნა ტრამპის გლობალური სატარიფო გეგმისა და ჩინეთის შურისძიების შემდეგ გაძლიერდა.

როგორც “ბლუმბერგი” იუწყება, აზიური საფონდო ინდექსი MSCI Asia Pacific Index, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 13 ქვეყნის მაღალი და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს, 7 აპრილის ვაჭრობის დროს 7%-ზე მეტით დაეცა, რაც ამ ინდექსისთვის, 2008 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები