შალვა პაპუაშვილი – სამთავრობო ცვლილებებზე: წარმატებას ვუსურვებ ყველას ახალ პოზიციებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და ახალ პოზიციებზე დანიშნულ პირებს წარმატება უსურვა.

„პარლამენტმა აირჩია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და კიდევ ერთხელ ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ბატონ ანრის წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, ამ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი, მას გამორჩეულ ხელმძღვანელად აქცევს.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქაც ბატონმა თორნიკემ გადადგომის შესახებ განაცხადა და ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის წარდგენის და შესაბამისად მიდის განხილვები. ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ყველას ახალ პოზიციებზე და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ აამაღლებს ეფექტიანობას ერთი მხრივ სამთავრობო სტრუქტურებისა და იცით მათ შორის, უკვე ინიციირებული არის და ჩვენ მომავალ კვირას განვიხილავთ რეგიონული პოლიტიკის განვითარების სამინისტროს შექმნას და ამ მხრივაც იქნება ეფექტიანობა გაზრდილი რეგიონების მიმართულებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები