აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას დღეს უყრის კენჭს

აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას დღეს, 7 აპრილს უყრის კენჭს.

როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს დატოვა.

ამის შესახებ რიჟვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები