“ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ იზრდება ინტერპელაციების რიცხვი; დაახლოებით იგივე პრაქტიკა მკვიდრდება, რასაც ჩვენ ევროპულ პარლამენტებში ვუყურებთ-ხოლმე” – ქადაგიშვილი

“ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა საზოგადოებისთვის, გახლავთ ის, რომ იზრდება ინტერპელაციების რიცხვი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სასესიო კვირაში, საშუალება ჩნდება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხისათვის მოწვეული იყოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და სხვა ანგარიშვალდებული პირები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. უქმდება მინისტრის საათი, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა, ასე რომ, ახლა დაახლოებით იგივე პრაქტიკა მკვიდრდება, რასაც ჩვენ ევროპულ პარლამენტებში ვუყურებთ-ხოლმე”, – განმარტავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები