“ულტიმატუმის ენა, რომლითაც დღეს ევროსაბჭო საქართველოს ესაუბრება, პირველ რიგში ქართული საზოგადოებისათვისაა მიუღებელი” – მარიამ ლაშხი
“ულტიმატუმის ენა, რომლითაც დღეს ევროსაბჭო საქართველოს ესაუბრება, პირველ რიგში მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„ზამთრის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროსაბჭომ აღიარა ჩვენი მანდატები, აღიარა არჩევნები. შემდგომ უკვე ის ულტიმატუმის რეზოლუცია, რომელიც მათ მიიღეს, პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათივე აღიარებულ მანდატებს. ის რეზოლუცია და ის საუბარი, რასაც ისინი არალეგიტიმურ და უმანდატო რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან – სამადაშვილთან და ბოკუჩავასთან ერთად დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, არ არის საინტერესო ხელისუფლებისთვის და მითუმეტეს არც საზოგადოებისათვის“, – განაცხადა ლაშხმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.