ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი

“ქართველი ხალხი 80-იან წლებში იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის დღესაც იმავე ბრძოლას გავდივართ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მერაბ კოსტავას სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი. მისივე თქმით, ვინც ეს არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემებიც წინაშე დადგა.

„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც 80-იან წლებში გამოვიარეთ. მაშინაც, რეალურად, ქართველი ხალხი იბრძოდა იდენტობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ამ წლებშიც იმავე ბრძოლას გავდივართ. მაშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა. იყო ძალიან რთული ბრძოლა და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიაღწია დამოუკიდებლობას, თუმცა, როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და დღესაც ვართ ამ პროცესში, მით უმეტეს, ვართ ძალიან პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოწვევები არის უფრო მეტი. შესაბამისად, დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ვინც ეს ასე არ გააკეთა, ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე დადგა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები