ირაკლი კობახიძე: სპორტი ნიშნავს ერის, ახალგაზრდების ჯანმრთელობას; ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

“სპორტი ნიშნავს ერის ჯანმრთელობას, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, სწორი ცხოვრების წესს და ამ კუთხითაც სპორტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამისთვის განხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება, განსაკუთრებით კი – ბავშვების ჩართვა სპორტში.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაფასოთ ყველა ის მიღწევა, რაც აქვს ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს გუნდებს. მეორე, რასაც ვაკეთებთ – სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გვინდა მსხვილი ინვესტიციის ჩადება. ეს მოიცავს პირველ რიგში მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრებს, რაც განკუთვნილი იქნება მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება გვჭირდება ასევე ფეხბურთისთვის, კალათბურთისთვის, სხვა სახეობებისთვის, განსაკუთრებით ბავშვთა სპორტის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამისთვის განხორციელდება. უნდა შევიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველგან უნდა ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ბავშვების ჩართვაზე სპორტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები