ტიმ დევოლდერი – ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: „იან დე ნულ ენვი“ საზღვაო მშენებლობის მსოფლიო ლიდერია, ჩვენ მოგვწონს ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობაზე მუშაობა; ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ანაკლიაში ამ ახალი პორტის განვითარების ნაწილი

„იან დე ნულ ენვი“ საზღვაო მშენებლობის მსოფლიო ლიდერია, ჩვენ მოგვწონს ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობაზე მუშაობა. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ანაკლიაში ამ ახალი პორტის განვითარების ნაწილი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „იან დე ნულ ენვი“ -ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა, ტიმ დევოლდერმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება პროექტი, რომელიც რეგიონში ვითარებას შეცვლის. ის შექმნის ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანს, რომლის მეშვეობითაც აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, უფრო ეფექტური იქნება. „იან დე ნულ“ სწორედ იქაა, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ასევე ვართ კომპანია, რომელიც ცვლის ვითარებებს და გვინდა, ვიყოთ ამ პროექტის ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებო, თუ გექნებათ შესაძლებლობა ეწვიოთ ადგილს, ნახავთ, რომ პროექტი სრული სვლით მიმდინარეობს, სატვირთო მანქანები ყოველდღე ჩამოდიან, დაარსდა ოფისი, ტალღამტეხისთვის უკვე შეტანილია კლდოვანი მასალა. შეგიძლიათ, ნახოთ, რაც უკვე გაკეთდა და წარმოიდგინოთ, რაც იქნება. მჯერა, რომ ეს უაღრესად მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, – აღნიშნა ტიმ დევოლდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები