„სააკაშვილის პერიოდში იყო საქართველოს ინტერესების სრული გაყიდვა, მაშინ, როდესაც მხოლოდ სააკაშვილმა მოიგო საქართველოში” – ვოლსკი
“სუვერენიტეტისთვის ბრძოლა უკვე დიდი ხანია, გრძელდება გარდამავალი წარმატებით. პატარა ქვეყნისთვის რთულია, მცირე რესურსებით ის პრინციპი დაამკვიდროს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როდესაც პარიტეტია დაცული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ “იმედის კვირას” განუცხადა.
„სააკაშვილის პერიოდში იყო საქართველოს ინტერესების სრული გაყიდვა, მაშინ, როდესაც მხოლოდ სააკაშვილმა მოიგო საქართველოში. მთელმა საქართველომ წააგო, ვინაიდან ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებისთვის არის გადაცემული და ჩრდილო-კავკასიასთან საზღვრის კონტროლის მექანიზმიც დავკარგეთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.