“მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა და სტვენით გააცილეს იქიდან ეს ქალბატონი” – მათიკაშვილი

“მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენით და შეძახილებით გააცილეს იქიდან ეს ქალბატონი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე საუბრისას, “იმედია კვირაში” განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიციის სრულიად უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს არანაირი გასაქანი არა აქვს“, – განმარტა მათიკაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები