თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკოს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
ახალი დადგენილებით, დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა.