ქადაგიშვილი – “ნაცმოძრაობის” მმართველობაზე: ყველა სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა ადამიანის დაჩაგვრას, მისი ქონების წართმევას, პიროვნებისა და ღირსების შელახვას

“ყველა სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა ადამიანის დაჩაგვრას, მისი ქონების წართმევას, პიროვნებისა და ღირსების შელახვას, მასზე უმძიმესი ფიზიკური ზეწოლის მოხდენას, ციხეებში გაუსაძლისი პირობების შექმნას მიზანმიმართულად, რომ ადამიანის ნება ბოლომდე გაეტეხათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

“ამის პარალელურად, ვუყურებდით იმასაც, რომ სრული ქაოსი, უუნარობა, უპასუხისმგებლობა იყო პოლიტიკურ და მმართველობის დონეზეც, 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის გარშემო და მისი მიმდინარეობის დროს, ასე, რომ ეს არის ის სავალალო სურათი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას მოუწიათ ყოფნა მათი მმართველობის პირობებში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები